ყაჩაღობის მცდელობა ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა. შემთხვევა სამუშაო საათებში მოხდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნიღბიანი, დაცვის თანამშრომლის დანახვის შემდეგ გაიქცა და თანხის წაღება ვერ მოახერხა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბანკის ფილიალში მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია.