ყაჩაღობა კასპის მუნიციპალიტეტში

სოფელ ფერმაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს სამი ნიღბიანი პირი დაესხვა თავს. ოჯახის წევრთა ინფორმაციით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი თანხას და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. თავდამსხმელებმა ოჯახის სამი წევრი ჯერ დააბეს, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენეს. წაღებულია 3000 ლარამდე თანხა და ოქროს ნივთები. ოჯახის ორი წევრი პოლიციის შენობაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

მომხდარზე გამოძიება 179-მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.