წყალტუბოში, აფეთქების შედეგად დაშავებულები ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებულები
წყალტუბოში, ერთ-ერთ კვების ობიექტში აფეთქების შედეგად დაშავებულები ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებულები. დაშავებულ ახალგაზრდებს დამწვრობა თავისა და სახის არეში, ასევე ზედა კიდურებზე აქვთ მიღებული. ორი პაციენტი ინტენსიური თერაპიის, ერთი კი ქირურგიის განყოფილებაშია მოთავსებული.
წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება დღეს დილით მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.