„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, წყალტუბოს რაიონში მდებარე ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება.
პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს რაიონში დაფინანსებულ კომპანიას ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი.
ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 739 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია თითქმის ორი მილიონი ლარია, საიდანაც 1 315 992 ლარი სახელმწიფო თანდაფინანსებაა.
პროგრამის მიზანი, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობაა.