ქალაქ ოზურგეთში წყალმომარაგების ამორტიზებული ქსელის განახლება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, შენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძები და საჭირო ინფრასტრუქტურა. დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელი ქვემო ნატანების ორ უბანშიც. მიმდინარე პროექტი სახელწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის მხარეში წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების ექვს პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მილიონ ლარს შეადგენს. გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტების დასრულება, ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება.