წყალდიდობის შედეგები და სამდღიანი გლოვა ესპანეთში

ათეულობით მსხვერპლი და დატბორილი დასახლებები – ესპანეთში სამდღიანი გლოვაა.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილს სტიქიამ მასშტაბური ზარალი მიაყენა. დაღუპულია სულ მცირე 150 ადამიანი, უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ადგილობრივთა ნაწილი, განადგურებულია დასახლებები და საგზაო ინფრასტრუქტურა. შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოსახლეობა ხელისუფლებას და საგანგებო სამსახურებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს.