ევროპის რამდენიმე ქვეყანა სტიქიას ებრძვის.
ძლიერი წყალდიდობის შედეგად არის მსხვერპლი. არიან დაკარგულებიც. საევაკუაციო პუნქტები ეწყობა ავსტრიაში. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩეხეთში, ასევე პოლონეთში, სადაც კაშხლის დაზიანების გამო ქალაქები დაიტბორა. საგანგებო ზომებს იღებენ სლოვაკეთსა და უნგრეთში. რთული მდგომარეობაა რუმინეთშიც. წყალდიდობით ევროპისთვის მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, განადგურებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი. მდინარეების ადიდების საპრევენციოდ ქვიშის ტომრებს იყენებენ.