გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქარელის მუნიციპალიტეტში.
სოფელ „დვანში“ ადიდდა მდინარე ფრონე, დაიტბორა სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. ზარალის დასათვლელად და პრობლემების მოგვარების დასაწყებად ადგილზე წყლის დონის კლებას ელოდებიან.