წყალდიდობა ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. შტორმ „ბორისის“ შედეგად ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა. შვიდი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში, შვიდი პოლონეთში, ხუთი ავსტრიაში, ოთხი კი ჩეხეთში. პოლონეთის რამდენიმე ქალაქში, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესები შეჩერებულია. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მდინარე დუნაის ადიდებისას მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან სლოვაკეთისა და უნგრეთის დედაქალაქებში.