წყალდიდობის გამო უმძიმესი სურათია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
იტალია, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრია – სტიქიური პროცესების შედეგად არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები, დატბორილია რამდენიმე ქალაქი, განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, დაზიანდა შენობების ნაწილი. პარალიზებულია ცენტრალური მაგისტრალები. პრობლემები შეიქმნა ენერგომომარაგებაში. სალიკვიდაციო სამუშაოებში და სამაშველო ოპერაციებში ჩართულია სამხედრო ავიაცია. შტორმ „ბორისის“ მიერ მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ახლაც საგანგებო ზომებს იღებენ უნგრეთში, სადაც წყალდიდობის პიკს ხვალ ელოდებიან.