2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში გერმანიის, იტალიისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
2018 წლის ევროპის ჩემპიონატი 14-28 ივლისს ბარსელონაში გაიმართება. შეგახსნებეთ რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა.