წყალბურთში საქართველოს ნაკრების მეტოქეები

18:31, 07.03.2018

2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა.  საქართველოს ნაკრები A ჯგუფში გერმანიის, იტალიისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატი 14-28 ივლისს ბარსელონაში გაიმართება. შეგახსნებეთ რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

მსგავსი