ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. თურქული კომპანია „იდას“ ქვეკონტრაქტორი უცხოური საწარმო „ავეს“-ში დასაქმებულებმა რამდენიმე დღეა მუშაობა შეაჩერეს. გაფიცულები არიან სპეცტექნიკის მძღოლები და მუშები. ისინი სამი თვის გაუცემელი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. საწარმო „ავესისში“ აცხადებენ, რომ ვითარებაში გასარკვევად დრო სჭირდებათ. ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტი ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.