მე-12 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა დაასრულა. პროგრამა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საველე სწავლებებსა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. ბატალიონის დონის საბრძოლო სროლები დღისა და ღამის პირობებში ვაზიანის სასროლეთზე განხორციელდა. საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლებმა წვრთნა დადებითად შეაფასეს.