პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ მესამე სექტორის ნაწილს იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს.
თეა წულუკიანის აზრით, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ნდობა დაკარგული აქვს. მთავრობის წევრის გაღიზიანება იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც საია-ს ხელმძღვანელმა მინისტრის მოწოდების საპასუხოდ გააკეთა. წულუკიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს ესხმიან თუ არა თავს გენდერული და წარმომავლობის ნიშნით.
მიმართვას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში ნეგატიური რეაქცები მოჰყვა. უფლებადამცველების ნაწილმა იუსტიციის მინისტრის განცხადებაში მათი დისკრედიტაციის მცდელობის ნიშნები დაინახა.