თეა წულუკიანი საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხა.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი განცხადების გავრცელებას. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. ამ საქმეში თეა წულუკიანს დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.