წნორი-ლაგოდეხის გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აკრძალულია. გზა, შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გაიხსნას.
სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციის მიზნით, მობილიზებული იყო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს, რადგან მდინარის კალაპოტში ტექნიკა შესვლას და სამუშაოების წარმოებას ვერ ახერხებს. ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლაგოდეხში 20 სოფელი დააზარალა. დატბორილია ასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწები, ვენახები და სათბურები.