ევროპის და მსოფლიო ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიიღო.
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წელი შეაჯამა და დაჯილდოების ცერემონია მოაწყო. საუკეთესოები 13 ნომინაციაში გამოავლინეს.
სპეციალური პრიზი მიიღო პირველმა არხმაც. ჩვენი ტელევიზია სპორტული თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის დაჯილდოვდა.