წლის ადამიანები

1929 წლის დადგომამდე მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებოდა, თუმცა ჟურნალ ,,თაიმის” რედაქციაში ბოლო ნომრის  გარეკანი ჯერ კიდევ ცარიელი იყო. ქვეყანაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. სწორედ ამ დროს რედაქტორებს გაუჩნდათ იდეა, რომ  არა კვირის, არამედ წლის  ადამიანი დაესახელებინათ. მას შემდეგ ცნობილი ამერიკული ყოველკვირეეული ჟურნალის ყდაზე ყოველთვის ადამიანები  არ ხვდებიან  –  აქ მთავარი-პერსონის, იდეის ან მოვლენის მნიშვნელობაა, ანუ რამდენად ცვლის ის მსოფლიოს. მაგალითად 1982 წელს ჟურნალის გარეკანზე  პერსონალური კომპიუტერი გამოსახეს. წელს კი ,,თაიმის” პირველ გვერდზე მოხვდნენ შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, რომლებმაც დუმილი დაარღვიეს.