ქვეყანაში წითელას ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს.
დღეის მონაცემებით 1330-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მაღალი მაჩვენებლის მიზეზად წინა წლებში აცრებზე დაბალი მიმართვიანობა დაასახელეს. მათ მიერ ბოლო კვლევის მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა უფროსი ასაკის მოქალაქეებში ფიქსირდება.
წითელაზე აცრა უფასოა და მსურველებს შეუძლიათ პოლიკლინიკებს მიმართონ.
რისკჯგუფს ორსულები და ბავშვები წარმოადგენენ.