ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ეპიდვითარება რთულდება. სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავენ, გაიკეთონ პირბადე დახურულ სივრცეებში. ინფიცირებულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს. ახალი სტატისტიკა ხვალ გამოქვეყნდება. ამ დროისთვის ცირკულირებს „ომიკრონი“ „ბი ეი 4“ და „ბი ეი 5“ შტამები, რომლებიც განსაკუთრებულად სწრაფად ვრცელდება.

ექიმების თქმით, ერთ კოვიდდადებით პაციენტს დაახლოებით 12 პირის დაინფიცირება შეუძლია. ჯერჯერობით კლინიკებში დადასტურებულ შემთხვევათა მხოლოდ 8 %-ია მოთავსებული. წინასწარი გათვლებით, მეშვიდე ტალღის პიკს მედიკოსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.