საქალაქო სასამართლომ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბლოგერისა და სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს. სწორედ ამავე მუხლს – ინტიმური შინაარსის ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება პროკურატურა მის ცოლსაც. საქმის შინაარსიდან გამომიდინარე, სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
რა შუამდგომლობა დააყენა ბრალდების მხარემ, რას აცხადებენ დაკავებულთა ადვოკატები და თავად ბრალდებულები – კესო ქაფიანიძე პირდაპირ ეთერში.