წინასწარი პატიმრობა - სასამართლოს გადაწყვეტილება

საქალაქო სასამართლომ უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი პატიმრობაში დატოვა. ბლოგერისა და სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს. სწორედ ამავე მუხლს – ინტიმური შინაარსის ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება პროკურატურა მის ცოლსაც. საქმის შინაარსიდან გამომიდინარე, სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა წარიმართა. დაცვის მხარემ სხდომაზე გირაოს წესით დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2 ივლისს არის ჩანიშნული. საქმეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.