წინასამატჩო პრესკონფერენცია - ვილი სანიოლის განცხადება

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

დღეს, საქართველო – პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „არენა აუფ შალკეზე“ გაიმართა. ევროპული დროით 18:00 საათზე ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ ფელბერტში ჩაატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრებს 26 ივნისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.