საარჩევნო პროგრამა ზუგდიდის მოსახლეობას გააცნო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა. გიორგი ვაშაძემ რეგიონში შეჩერებულ პროექტებზეც ისაუბრა და შეკრებილებს პარტიის ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნო. მისი თქმით, სამი უდიდესი პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია, არის სიღარიბე, კრიმინალი და საგარეო ვექტორის სრული მორღვევა, რომელიც ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა. ვაშაძემ ანაკლიისა და განმუხურის პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.