წინასაარჩევნო შეხვედრა ზუგდიდში

„თავისუფალმა საქართველომ“ წინასაარჩევნო კამპანია დღეს ზუგდიდიდან დაიწყო.

პარტიის ლიდერები, კახა კუკავა და გოგი წულაია, ზუგდიდში, მოსახლეობას მერაბ კოსტავას ძეგლთან შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. კუკავას განმარტებით, პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს, თუმცა რომელ მაჟორიტარულ ოლქში დააყენებს კანდიდატურას თავად კახა კუკავა, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.