მედია და წინასაარჩევნო გარემო – გამოქვეყნდა მედია-მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა. 12 ტელევიზიაზე დაკვირვების დრო 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. კვლევის მიხედვით, საქართველოს პირველ არხზე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების ნეიტრალური ტონი დომინირებს. თუმცა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას პირველი არხის მიმართ გარკვეული პრეტენზიები მაინც აქვს, რაც ბალანსის ფორმალურად დაცვას და ექსკლუზიური მასალების სიმცირეს ეხება, თუმცა შენიშვნებს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი არ ეთანხმება და კონკრეტული ფაქტებითა და მაგალითებით პასუხობს. მართალია, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში მხოლოდ ახლა შედის, თუმცა მონიტორინგის ინიციატორები ტელეკამერებთან უკვე საუბრობენ გამოკვეთილ ტენდენციებზე. მათ შორისაა მედია-პოლარიზაციის პრობლემა, რომელიც, მათი აზრით, ჯერ ისევ არსებობს.