„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟებოტაში, ჩაბანოსა და ახალსოფელში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების, სტაბილური განვითარებისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.