წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ამოქმედდა სპეციალური რეგულაციები. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამ პერიოდში იკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მათ შორის აგიტაციაში თანამდებობის პირების ჩართვა სამუშაო საათებში. იკრძალება სუფსიდიების გაზრდა თუ სხვადასხვა პროექტის განხორციელება გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სპეციალური რეგულაციები გავრცელდება მედიაზეც. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დაიწყო. კომისია 24 საათიან რეჟიმში,  40-ზე მეტ ტელეარხს და 40-მდე რადიო მაუწყებელთან ერთად ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც  გაუწევს მონიტორინგს.  წინასაარჩევნო კამპანიასთან ერთად ამოქმედებული რეგულაციები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს.  შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი კი 8 სექტემბერს სრულდება.