წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან. ანზორ მელიამ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათლომე შელია წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კი, მან სამედიცინო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება რეგიონებზე გაამახვილა. ანზორ მელია ამბობს, რომ ზუგდიდში სამუშაოდ ექიმებისთვის კარგი პირობები უნდა შეიქმნას.