წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ლაპარაკობენ ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“. ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით ამომრჩევლებს სთხოვენ დროებით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემას. მსგავსი ფაქტები ძირითადად ფიქსირდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში. ასევე კერძო დაწესებულებებში, სადაც ხელმძღვანელ პირებს სთხოვენ შეადგინონ სავარაუდო მხარდამჭერთა სიები, რაც „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით ასევე არის კანონდარღვევა. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე.