14 დღე საპარლამენტო არჩევნებამდე და პირველი შუალედური ანგარიში. პოლარიზებული გარემო, თავდასხმების ცალკეული შემთხვევები და შეუსრულებელი რეკომენდაციები – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ეუთო-ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მოხვდა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შუალედურ ანგარიშში გაზგასმულია ისიც, რომ ოპოზიციას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკო-ს მიმართ სრული უნდობლობა აქვს.
ანგარიშს დღეს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე არჩევნების დღის მნიშვნელობაზე საუბრობს და ოპოზიციას ურჩევს რიგით მეცხრე მარცხისთვის მოემზადოს.