„კოვიდ 19“-ის პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების ფორმაც შეცვალა.
ღონისძიება წელს პირველად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებს. 30 და 31 მაისს ქართველი და უცხოელი მწერლები და ცნობილი გამომცემლები საკუთარ ნამუშევრებს ერთმანეთს ამჯერად ონლაინ-სივრცეში გაუზიარებენ. მკითხველს საშუალება ექნება, ფესტივალს თვალი სოციალურ ქსელში მიადევნოს. პროგრამა ორ ნაწილს მოიცავს: ლიტერატურულ-საგამომცემლო მიმართულებას და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვას. მსურველებს მწერლებთან და გამომცემლებთან ინტერაქციის საშუალებაც მიეცემათ.