თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს და ხვალ „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ მასპინძლობს, რომელშიც 10 უმაღლესი სასწავლებელი და 24 გამომცემლობა მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები და გამომცემლობები საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს წარუდგენენ. გამოიფინება და გაიყიდება როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური წიგნები. ორივე დღე დატვირთულია აქტივობებით, რაც შემეცნებითი ლექციების ჩატარებას, წიგნების წარდგენასა და დისკუსიების გამართვას გულისხმობს.