წიგნის „საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ“ თარგმანის პრეზენტაცია
პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წელს გამოცემული წიგნის „საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ“ თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო.
აღნიშნული კრებულის ფრანგულიდან თარგმნა და გამოცემა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს და ისტორიკოსებს პირველი რესპუბლიკის პერიოდის შესახებ კვლევების წარმოებაში. ამ მიზნით, შეირჩა ლევილის ბიბლიოთეკაში დაცული 3 წიგნი: „საქართველო ბოლშევიკური არმიის დომინაციის ქვეშ“, 1921 წლის გამოცემა; „ანრი ბარბუსი, საბჭოები და საქართველო“ და „საქართველოს საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე“. ამ დროისათვის თარგმნილია მხოლოდ ერთი წიგნი.
პროექტი ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა განახორციელა.