საქართველო „წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს“ წელსაც უერთდება, თუმცა პანდემიის გამო სხვადასხვა ნაწარმოებს ავტორები ონლაინ-რეჟიმში წაიკითხავენ. ასევე წიგნის მოყვარულებს საყვარელ მწერლებთან ვირტუალური შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს უერთდება იუნესკოს პროექტი, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“. პუშკინის სკვერში წიგნის ხმამაღლა კითხვასთან ერთად გამვლელებს სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეულ წიგნებს საჩუქრად გადასცემენ. დასკვნით ღონისძიებაზე კი წიგნის ქომაგი წელსაც გამოვლინდება.