რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნების კითხვას – ბავშვებში შესაბამისი ჩვევების განვითარების აუცილებლობას საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ.
საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წიგნიერების დონის ასამაღლებლად დაგეგმილი კვირეული ხვალ საინტერესო დისკუსიით დაიხურება.
როგორ უნდა დავარწმუნოთ მოზარდები, რომ წიგნის კითხვა მნიშვნელოვანია და რა როლი ეკისრებათ ამ პროცესში მშობლებს – ეს იქნება ხვალ დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა. „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, – ასეთია წელს გლობალური ღონისძიების მთავარი სლოგანი.