„მწერლები მშვიდობისთვის“ – წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
წიგნი თავდაცვის უწყებამ გამოსცა. მშვიდობის ეგიდით გაერთიანებულმა თორმეტმა ქართველმა მწერალმა შექმნა შემოქმედებითი ნაწარმოებები, რომლებიც ერთ კრებულად გამოიცა. ავტორები ნაწარმოებებში თხრობის საკუთარი მანერით ყვებიან ისტორიებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უახლეს წარსულში გადახდა. ნაწარმოებებში მოთხრობილ ამბებს ჰყავს რეალური გმირები, რომელთა შორის უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა.
„მწერლები მშვიდობისათვის“ შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფციის ნაწილია.