წიგნის პრეზენტაცია

მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ბადრი ქუთათელაძის წიგნის – „დიდუბის პანთეონის“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში დიდუბის პანთეონში დაკრძალული XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეში, დიდი ქართველი მოღვაწეებისა და ხელოვანების, ღვაწლი, ცხოვრება და შემოქმედებაა ასახული. ასევე აღბეჭდილია პანთეონში დაკრძალულ ქართველ პოეტთა, პროზაიკოსთა, მხატვართა, მოქანდაკეთა შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნიმუშები, ფოტომასალა, წერილები და ამონარიდები პროზაიკოსთა ნაწარმოებებიდან.