„აია სოფიას ტაძრის აღმშენებლობა“ – ამ სახელწოდებით კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში შესულია მეცხრე საუკუნით დათარიღებული ტრაქტატის ორი რედაქცია. ღონისძიებას მინისტრი თეა წულუკიანი, არქიტექტორები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ. კულტურის სამინისტრომ იშვიათი წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა 2022 წელს დაიწყო.