„სამაგიდო წიგნი პარლამენტისთვის“ – საკანონმდებლო ორგანომ ეკა ბესელიას წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.
გამოცემაში, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება, შეკრებილია პრაქტიკული დოკუმენტები და ნიმუშები, რომლებიც კრებულის ავტორმა, 2013 წლიდან დღემდე შექმნა. კრებულში მოცემული დოკუმენტები საპარლამენტო კომიტეტებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა დაეხმაროს.