მწერალთა კავშირში დემიკო ლოლაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ხსოვნას მიეძღვნა.
ვიტალი დარასელიამ კარიერა ოჩამჩირის „ამირანში“ დაიწყო, ძირითადი ნაწილი კი თბილისის „დინამოში“ გაატარა და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა. თასების მფლობელთა თასის 1981 წლის გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლით დარასელიამ გუნდს გამარჯვება და დღემდე ერთადერთი ევროპული ტიტული მოუტანა. ლეგენდარული „დინამოელი“ იყო ევროპის 19 და 21-წლამდელთა ჩემპიონი. ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი ზუსტად 40 წლის წინ, 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.