აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად, მწერალთა სახლში ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მასში შესულია გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურენოვანი და ზაურ ნაჭყებიას „ღამის ნაპირის“ ქართული თარგმანები. დღესვე გაიმართა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაციაც. წიგნების გამოცემა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის“ ფარგლებში განხორციელდა. კონკურსის მიზანი, თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშების თარგმნით, ქართულ -აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული და ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავებაა.