წიგნის პრეზენტაცია

მწერალთა სახლში, დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავისადმი მიძღვნილი, პატრიოტული პოეზიის ანთოლოგიის, „დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს“, პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულში, თანამედროვე პოეტების პატრიოტულ ლექსებთან ერთად, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მწერლების ასეულობით ლექსია შესული. პრეზენტაციაზე, პატრიოტული ლექსების კონკურსის „ძლევაი საკვირველის“ გამარჯვებულები და წლის რჩეული იუბილარები დააჯილდოვეს.