საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორენოვანი წიგნის „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ქართველი და აზერბაიჯანელი მწერლები დაესწრნენ. გამოცემა საქართველოს მწერალთა კავშირისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის თანამშრომლობთ მომზადდა და ჰეიდარ ალიევის დაბადების 100 წლის თავს მიეძღვნა.