წიგნი ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხოვრების შესახებ - სპორტსმენის განვლილი გზა ოლიმპიურ თამაშებამდე
ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხოვრების შესახებ, დედამ წიგნი დაწერა. ახალგაზრდა მოციგავეზე საკუთარი ოჯახის წევრები ყველა იმ ისტორიას ჰყვებიან, რომელიც საზოგადოებისთვის დღემდე ნაკლებად იყო ცნობილი. 2010 წლის 12 თებერვლის ტრაგიკული შემთხვევა და სპორტსმენის განვლილი გზა ოლიმპიურ თამაშებამდე. ქართულ და ინგლისურ ენაზე წიგნი ოფიციალურად აპრილში გამოვა.
ვიდრე წიგნს ფართო აუდიტორია გაეცნობა, წიგნის ექსკლუზიურ დეტალებზე ოთარ გიორგაძე ბაკურიანიდან მოგვითხრობს.