ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წიგნი-ცნობარის „საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. ცნობარი უკვე გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ზაფხულის ბოლომდე ეტაპობრივად გამოიცემა გერმანული, ფრანგული და ესპანური თარგმანები.
პუბლიკაციის მთავარი მიზანი საქართველოს ორიგინალური ფორმით პოპულარიზაციაა. გამოცემის იდეის ავტორი – გია ჯოხთაბერიძე, ავტორები კი ილია თავბერიძე, კოტე ჯანდიერი, მანანა ახმეტელი და მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე სხვა პირები არიან.