სპექტაკლი, რომელიც უცხოელ სტუმრებს საქართველოს გააცნობს. “Welcome to Georgia” – ასეთი სახელწოდება ექნება ექსპერიმენტულ წარმოდგენას, რომელსაც მუსიკისა და დრამის თეატრში მარტში წარმოადგენენ.
ინგლისურენოვანი და მიუზიკლის ფორმატში დადგმული სპექტაკლიდან მაყურებელი ქართული ცეკვის, სიმღერის, დიალოგებისა თუ ვიზუალური პროექციის საშუალებით ჩვენი ქვეყნის შესახებ საინტერესო ფაქტებს შეიტყობს.
პროექტის მიზანია, რომ სპექტაკლი საქართველოში ჩამოსული ტურისტებისა და დიპლომატების კულტურული პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდეს.