გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინიციატივით, გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულების 64 სტუდენტს „მწვანე“ და „აგროსტიპენდია“ გადაეცათ. საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან 1 500-ლარიანი სტიპენდიით გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა. საქართველოს 6 უნივერსიტეტიდან და 14 პროფესიული სასწავლებლიდან კი აგრარული მიმართულების 32 სტუდენტი 500, 1000 და 1500-ლარიანი სტიპენდიებით დაჯილდოვდა. „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამის მიზანი გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და წარჩინებული სტუდენტების წახალისებაა.