ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 335 ახალგაზრდას საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი. დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში საზოგადოებას ასევე წარედგინა საბავშვო უნივერსიტეტი, რომელიც იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მე-9-12 კლასების მოსწავლეებს შაბათ-კვირას ლექციებს შესთავაზებს.